Wednesday, March 23, 2016

ვარდი

ვარდი (ლათ. Rosa) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.

ვარდის ეკლები
ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია Rosa, იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა კვირტოვანი მუტაციისა და მათგან შერჩეული ძვირფასი სამეურნეო ფორმებისაგან. ვარდის ბევრი სახეობა ბუნებრივ პირობებში ადვილად ყჯვარება ერთმანეთს და წარმოქმნის სახეობათაშორის ჰიბრიდებს. ვარდების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა აზია (ჩინეთიშუა აზიაამიერკავკასია), უფრო ნაკლებია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცნობილია ვარდის 25 ათასი ჯიში და ფორმა, რომლებიც იყოფა 3 ჯგუფად, ესენია: მარადმწვანე ბუჩქები, ფოთოლმცვენია ბუჩქები და ლიანები.
ვარდი მრავლდება საკუთარ ფესვზე დაკალმებით, ამონაყარით, ბუჩქის დაყოფითა და გადაწვენით; ბაღისა და საპარკე ვარდების უმეტესობა — კვირტით მყნობით და კალმით.საქართველოში მყნობა ტარდება ივნისიდან-ოქტომბრამდე, ხოლო რგვა — გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მის მოსაშენებლად საუკეთესოა დაწრეტილი (დრენირებული) თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგები.
ვარდს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობა (კაზანლიკური ვარდი) გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი შეიცავს C, ნაწილობრივ P ვიტამინს. საქართველოში ვარდი უძველესი დროიდანაა კულტივირებული. 1948 წლიდან თბილისისბათუმისა დასოხუმის ბოტანიკურ ბაღებში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ვარდის ინტროდუქციასა და ჰიბრიდულ სელექციაში.
ვარდის გავრცელებული დაავადებებია: ნაცარი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების შავი ლაქიანობა და სხვა. მავნებლებიდან ვარდს აზიანებს ბუგრი, ხერხია, ფოთლიხვევია და სხვა, რომელთაც ებრძვიან ბი-58 და ფოსფორორგანული პრეპარატებით.

http://s39.radikal.ru/i083/1107/37/d2bc10e7bce0.jpg

yvavilebi

უმეტესობა დამეთანხმება, რომ ყვავილები-ყველაზე მარტივი და ლამაზი საშუალებაა რათა გადმოსცე შენი გრძნობები თუ ემოციები, აუმაღლო გუნება-განწყობილება შენთვის საყვარელ პიროვებებს ასევე საკუთარ თავსაც. ყვავილებით შეგიძლია სიხარული შეიგრძნო, განქარწყლო დეპრესია, ან შეიმსუბუქო დეპრესიით განცდილი სულიერი ტკივილი…
ჩამონათვალში არ არის ყველა სახეობა, რამდენადაც თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი აზრი , შესაბამისად თითოეულ ყვავილს ჰყავს თავისი შემფასებელი და მკითხველი. ჩამონათვალში კი შეიგიძლიათ გაეცნოთ ყველაზე პოპულარულ ყვავილებს…






იაპონიაში ამ დღესასწაულზე სამსახურშიც კი არ მიდიან, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა მშვიდად დატკბნენ და სიამოვნებით უცქირონ ამ არაჩვეულებრივ და ხანმოკლე სანახაობრივ სილამაზეს